სოფელ ნიჩბისში „ოჯახში ძალადობების შემცირების პროექტი“-ის ორგანიზებით 10 დეკემბერს სკოლის მოსწავლეთათვის ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდა როგორც დირექტორი, ისე სასწავლო ნაწილი. შეხვედრისას ბავშვებმა გაიცნეს ორგანიზაციის წარმომადგენლები, გაიგეს თუ რას ნიშნავს ძალადობა და, ზოგადად, რა სახის ძალადობა არსებობს.
პროექტის ორგანიზატორებმა მოსწავლეებს უჩვენს ფილმი „2014 წელს მოკლულები“, რის საფუძველზეც გაიმართა დისკუსია და დასახელდა პრევენციის გზები.
ტრენინგის დასასრულს ჩატარდა სახალისო ვიქტორინა და თითოეულ მოსწავლეს გადაეცა საჩუქარი.