2 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
2 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
2 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

უახლოეს პერიოდში ბიზნესსექტორისთვის თბილისის სატელევიზიო ანძის  მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, 10 მილიონი ევროს ინვესტიცია და რაც ყველაზე მთავარია, ანძის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

მისივე განცხადებით, პროექტი ტურიზმის განვითარების მიმართულებით დიდ წვლილს შეიტანს და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

„თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტი ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა. ჩვენ კლიპიც კი გვქონდა მომზადებული, თუ როგორ წარმოგვედგინა ანძის მოდერნიზების პროექტის განხორციელება. ეს პროექტი, სრული მოდერნიზაციის გარდა, ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს. კონცეფცია ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექტსმა“ (KOKO architects) შეიმუშავა, რის შემდეგაც, კულტურის საბჭოზე მისი რამდენიმე ვერსია განვიხილეთ. შემუშავებულია ორი ვარიანტი და გვინდა, გავაგრძელოთ მუშაობა იმაზე, თუ რომელი მათგანი განხორციელდება. შესაბამის რენდერებს ინტერნეტსივრცეში განვათავსებთ და ამის მიხედვით გავიგებთ, რომელი ვერსია იქნება საზოგადოებისთვის უფრო მისაღები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, პროექტის მიხედვით, ანძაზე წლიურად, 300 000 ვიზიტორზე გათვლილი ცენტრი და რესტორანი უნდა განთავსდეს. ასევე, მოეწყობა გადმოსახედი ტერასა.

„აღსანიშნავია, რომ ანძას ძალიან დიდი ხანია, სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია, ამიტომ, სრული რეაბილიტაციაც სჭირდება. პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანი და  ეფექტურია  ტურიზმის განვითარებისთვის. გარდა ამისა, ობიექტზე, რომელიც 75 მეტრის სიმაღლეზე და ორდონიან კონსტრუქციას მოიცავს, მუდმივად 40 ადამიანი იქნება დასაქმებული. ობიექტის პირველ დონეზე 250 ადგილით პანორამული რესტორანი განთავსდება, ხოლო მეორე დონეზე ღია პანორამული გადასახედი პლატფორმა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერმა განსაკუთრებული მადლობა კულტურის საბჭოს წევრებს და იმ სპეციალისტებს გადაუხადა, რომლებმაც ესტონელ პარტნიორებთან ერთად, პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს.

კახა კალაძის განცხადებით, სატელევიზიო ანძის მოდერნიზების პროექტთან ერთად, უახლოეს პერიოდში, ასევე, ბიზნესსექტორისთვის რადიოქალაქის პროექტის წარდგენა იგეგმება.

 

 

Please follow and like us: