1 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
2 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
2 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
2 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო
2 საათის წინ
ცილისწამების კანონი- სამართლებრივად შეფუთული კრიტიკული აზრის შეზღუდვა ?!

„ჩაერთე რაგბიში“ არის ერთ-ერთი პროექტი,  რომელსაც „ახალი სკოლის მოდელი“ გულისხმობს. ამ მიმართულებით, 150-ე საპილოტე სკოლაში აქტივობები ერთი სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეფორმის ეს მიმართულება სპორტის მუდმივ, გრძელვადიან ჩართულობას გულისხმობს სასკოლო ცხოვრებაში და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება. ერთიან პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ცალკეული მიმართულებები უკვე ინერგება საპილოტე სკოლებში.

პროექტის პილოტირება სკოლაში 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და მასში I-IV კლასების ყველა მოსწავლე და პედაგოგი იყო ჩართული. მოსწავლეები სახალისო და უსაფრთხო ვარჯიში-თამაშებში იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას.  საპოლოტე პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობით განხორციელდა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, სასკოლო კულტურის განვითარებას და სწავლა-სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებას ისახავდა მიზნად. პროექტის დასასრულს, სკოლაში შიდა სასკოლო სპორტული ფესტივალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, თამაშებში სკოლის მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგები და მშობლებიც მონაწილეობდნენ.

გაზიარება