2 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
2 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
2 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თბილისში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართა. მისი განცხადებით შეხვედრის ფარგლებში სხვა საკითხებტან ერთად განხილული იქნა ბრიუსელში გამართული მინიტერიალის შდეგები, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან მხრიდან დაფიქსირდა ძლიერი გზავნილები ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„ჩემი ჩამოსვლის უმთავრესი მიზანია იმ პოზიტიური პოლიტიკური დინამიკის შენარჩუნება რაც ნატოსა და საქართველოს შორის არსებობს, აგრეთვე ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გამართული ნატოს მინისტერიალის შედეგების შეჯამება და მომავალი წელს ერთობლივი სამოქმედო გეგმების განსაზღვრა. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს მინისტერიალზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სურვილსა და მოწოდებაზე, ამ გზაზე მიმდინარე რეფორმების გატარების თაობაზე და იმ კონტრიბუციებზე რასაც საქართველო გასწევს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად საკმაოდ ძლიერი განცხადებები გააკეთა.

გენერალური მდივნის წარმომადგენლის განმარტებით, მინისტრთან განხილულ იქნა ასევე ის გეგმები რომელიც ორივე მხარემ უნდა განახორციელოს კონკრეტული შედეგების მისაღწევად. „დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მჯერა რომ მომავალ წელს ქართველი ხალხი იხილავს გაცილებით მეტ ნატო-ს საქართველოში უმაღლეს დონეზე. ამასთან, რა თქმა უნდა, აუცილებელია ვიმუშაოთ კონკრეტულ შედეგებზე, მაგალითად საქართველოში ეფექტური რეფორმების გატარებაზე და დემოკრატიული პროცესების განმტკიცებაზე“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ.

გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვიზიტი თბილისში 12 დეკემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან. ჯეიმს აპატურაი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას გამართავს ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

Please follow and like us: