3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და USAID-ის ბოლო კვლევების თანახმად, საქართველოში სექსუალური შევიწროება ცხოვრების განმავლობაში 5-დან ერთ ქალს განუცდია, მათ შორის 70 % საჯარო სივრცეში, ხოლო 30 % სხვა ადგილას.

სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქმედება, რომელიც ადამიანს შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს ან ღირსებას ულახავს.

სექსუალური შევიწროება შეიძლება ხდებოდეს სამსახურში ან სამსახურს გარეთ, მაგალითად – ქუჩაში, ტრანსპორტში და ა.შ. სამუშაო ადგილას სექსუალურ შევიწროებას ორი ფორმა აქვს:

მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo), რაც სექსუალური ხასიათის მოთხოვნას გულისხმობს;

მტრული სამუშაო გარემო, რაც სამსახურში დამაშინებელი, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას გულისხმობს.

როგორც სტატისტიკა მოწმობს ქალთა დისკრიმინაციის ეს „უჩინარი „ ფორმა საკმაოდ გავრცელებულია და მასშტაბური სახეც კი აქვს მიღებული, რასაც ბოლო პერიოდში შემთხვევათა რაოდენობის ზრდა მიანიშნებს. საკითხის აქტუალობაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ რამდენჯერმე დაფიქსირდა მოთხოვნა კანონში ცვლილებების შეტანასა და სექსუალური შევიწროების კანონით დასჯაზე.

მაგრამ ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობა დანაშაულისა და დისკრიმინაციის ამ ფორმას არ ცნობს, არც მის განმარტებას გვთავაზობს და არც რამე სანქციასა თუ სასჯელს., რომელიც მის ჩამდენს სამართლებრივად აგებინებს პასუხს.

სექსუალური შევიწროება შეიძლება იყოს ფიზიკური, სიტყვიერი (ვერბალური) და არასიტყვიერი. მისი იდენტიფიცირება და დამტკიცება საკმაოდ რთული და საფრთხილო საკითხია, თუმცა ამის მექანიზმები არსებობს. მათ შორისაა,  მტკიცებულების ფორმები, ინტერნეტით კომუნიკაცია, შეტყობინებები, ასევე მესამე პირები, რომლებიც შეესწრნენ ფაქტს.

რატომ არ ისჯება კანონით სექსუალური შევიწროების გახშირებული ფაქტები და არის თუ არა ეს მიზეზი პრობლემის მასშტაბურობის, თბილისი თაიმსს ამ საკითხებზე ესაუბრა ქალთა ფონდი საქართველოში-ს აღმასრულებელი დირექტორი ნანა ფანცულაია :

-არ არსებობს სექსუალური შევიწროების ზუსტი დეფინიცია და არც საკანონმდებლო განმარტება გვაქვს ამ კუთხით. თქვენი აზრით, რატომ არ ხდება ჩვენს  ქვეყანაში ამ მასშტაბური პრობლემის სიღმისეული შესწავლა და რამდენად ხშირია ეს დანაშაულებრივი ქმედება?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ სექსუალური შევიწროება, რაც მეტ-ნაკლებად ყველა ქალს აქვს გამოცდილი, მაინც ტაბუდადებულ საკითხად რჩება, ხოლო მის გახმაურებას გარკვეული გამბედაობა სჭირდება ისეთ საზოგადოებაში, სადაც სექსუალურ უფლებებზე ხმამაღლა საუბარი ისევ ჭირს. ასევე, დაბალია საზოგადოების ცნობიერება იმის შესახებ, რომ ეს ქმედება დანაშაულია და შესაბამისად დასჯადიც უნდა იყოს.

-კვლევებით დადგინდა ჩვენ ქვეყანაში ქალთა რაოდენობა, რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც განუცდიათ სექსუალური შევიწროება . რამდენად მაღალი მაჩვენებელია ეს რიცხვები და როგორ შეაფასებთ ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს ?

ვფიქრობ რომ ლოგიკურია, რომ ძალიან დიდია იმ ქალების რიცხვი, ვისაც სექსუალური  შევიწროება გამოუცდია საჯარო სივრცეში, თუმცა ალბათ უფრო დიდი, ვიდრე ამ კვლევაში გამოვლინდა.  ასევე მაღალი იქნება მაჩვენებელი უმაღლეს სასწავლებლებშიც. სამუშაო ადგილებზეც ალბათ ბევრად მეტია, ვიდრე კვლევის მონაცემი.

ქალები ძირითადად ამ საკითხზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, ხშირ შემთხვევაში ვერც აცნობიერებენ, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლები არიან. ხოლო გაცნობიერების, მაგრამ ვერ გაცხადების შემთხვევაში, მათი მდგომარეობა ცხადია ძალიან სტრესულია. მათ სცხვენიათ მიმართონ სასამართლოს, ან თუნდაც სახალხო დამცველს, და ეს გასაკვირი არაა, რადგან პატრიარქალური საზოგადოება თავის სტერეოტიპებით, რეალურ წნეხში ამყოფებს ქალებს და გოგონებს.

-ექსპერტები საუბრობენ სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევის აუცილებლობაზე და მის დასჯადობაზე. რას ფიქრობთ ამ საკითხზე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემის პრევენციისთვის ?

ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია – ცნობიერების ამაღლება და საკანონმდებლო რეგულაცია ერთად ნამდვილად იქნება პრევენციული. ახლა მუშაობს პარლამენტის გენდერული საბჭო ამ საკითხზე, საჯარო განხილვაც უნდა დაიწყოს წესით, თუმცა ჭიანურდება და ვნახოთ რა შედეგით დასრულდება.

-რა უნდა გაკეთდეს სექსუალური შევიწროების ფაქტების შესამცირებლად და ქალთა უფლებების დასაცავად?

როგორც ვთქვით, ორივე მიმართულებითაა საჭირო მუშაობა – სამართლებრივი კუთხით და ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხით. ბოლო დროს, ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყო გლობალურმა კამპანიამ #metoo, ასევე რამდენიმე გაბედულმა ქალმა საქართველოში, რომლებმაც ხმა აიმაღლეს სექსუალურ შევიწროებაზე და თავიანთი გამოცდილებაზე საჯაროდ ილაპარაკეს.  ასეთი მაგალითები ნამდვილად გადამდებია, ოღონდ მაშინ, როცა ამ გამბედაობას სამართლიანი შედეგი მოყვება.

ანა ურუშაძე

Please follow and like us: