მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზემოქმედებს,- ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი პურის გაძვირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

გიორგი ქობულიას თქმით, მთავრობა აღნიშნულ საკითხს ყურადღებით აკვირდება. “პურის ფასზე მე არაერთხელ ვთქვი, მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს. მე გუშინაც და რამდენიმე დღის წინაც ვთქვი: ჩვენ, როგორც მთავრობა, პურის ფასს არ ვარეგულირებთ, ის კომერციულად ფორმირებადია, ამიტომ თუ ხორბლის ფასმა აიწია და მწარმოებელს ხორბალი შემოაქვს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, ამას ის ფასში ასახავს. ჩვენ მაინც ყურადღებით ვუყურებთ ამ საკითხს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაღაც არაკონკურენტული გარიგება არ არის. ამის შედეგებს მოგახსენებთ”,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Please follow and like us: