დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, მიმდინარე პერიოდში გრიპის ვირუსი საგანგაშო მაჩვენებელზე არ არის და 100 000 ადამიანზე 170-ს შეადგენს.
როგორც მან განმარტა, ვირუსის სიმპტომებია: სიცხე, ყელის ტკივილი და ღებინება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართონ.
ამათან, მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, სახელმწიფოს მიერ 40 000-მდე მოქალაქე აიცრა. კერძო სექტორის მიერ აცრების მაჩვენებელი კი, 5 000-დან 10 000-მდეა.