დღეს პრეზიდენტის ინაუგურაცია აქციის ფონზე ჩაივლის. ოპოზიცია თბილისიდან თელავის მიმართულებით დაიძრა. გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” მხარდამჭერები  და გაერთიანების ლიდერები თელავის მომართულებით დაიძრნენ. ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფიცს დადებს, რის შემდეგაც საპრეზიდენტო უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგება.                    სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე II-ის სასახლეში 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.                                           საქართვლოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150 მდე წარმომადგენელი მიიღებს. საქართველოს ეწვევიან მაღალი რიგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან, ასევე 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 

Please follow and like us: