სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის ფიცი დადო. ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფი­ცის და­დე­ბის­თა­ნა­ვე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს.

კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის წინ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დადო ფიცი: – მე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე ვა­ცხა­დებ, რომ და­ვი­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ერ­თი­ა­ნო­ბა­სა და გა­ნუ­ყოფ­ლო­ბას, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად აღ­ვას­რუ­ლებ პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბას, ვიზ­რუ­ნებ ჩემი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის, ჩემი ხალ­ხი­სა და მა­მუ­ლის აღორ­ძი­ნე­ბი­სა და ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბი­სათ­ვის.

როგორც მთავარსარდალმა აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ჯარის იდეოლოგიური და პოლიტიკურინიშნით დაყოფის მცდელობები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში, არის სრულიად მიუღებელი – ეს აზარალებს სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს, – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ გააკეთა.

ზურაბიშვილმა განაცხადა ისიც, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სრულ ნდობას უცხადებს.

“საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების პროფესიონალიზმზე, მზადყოფნაზე, თანამედროვე აღჭურვილობაზე, მტკიცე სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე. მე ვუცხადებ სრულ ნდობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებული, რომ მთლიანად ვიქნები ჩართული შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის ჩემი მიზანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ავღანეთში ჩასვლა დააანონსა.

“მე ჩავალ ავღანეთში ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი პარტნიორების გვერდით. ისინი ებრძვიან გლობალურ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება მშვიდობას მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საპროგრამო მიმართვისას.

თელავში, “ბატონის სასახლეში“ საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საპროგრამო სიტყვით მიმართა.

Please follow and like us: