ყოველდღიურად, სულ უფრო მზარდი ხდება ხალხის ინტერესი იმისა, რომ საქარველოს ძნელადმიუვალი სივრცეებიც კი აითვისონ. ეს პროცესი საინტერესოა როგორც ქართველებისთვის, ისე – უცხოელი სტუმრებისთვისაც. ცხადია, ეს მოცემულობა კიდევ უფრო სასიამოვნოა, როცა, შეძლებისდაგვარად, კომფორტული პირობები გაქვს. ქართულ რეალობაში, არსებობს ბიზნესი, რომელიც ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებსაც სურთ, მათი მოგზაურობები კიდეც უფრო საინტერესო და კომფორტული გახდეს.

ჯერ ერთი წელიც კი არ გასულა მას შემდეგ, რაც “Traveling Den-ი” ქართულ ბაზარზე გამოჩნდა.
“თბილისი თაიმსის” შეკითხვებს Traveling Den-ის დამფუძნებლები, ანა სვანიძე და ნინო მარგველაშვილი პასუხობენ:

როგორია თქვენი ბიზნესის ისტორია?

თავდაპირველად, გვსურდა, ჩვენთვის შეგვექმნა მობილური მანქანა/სახლი, რომ გვემოგზაურა მაქსიმალურად თავისუფლად საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. თუნდაც – ისეთ ადგილებში, სადაც ინფრასტრუქტურა ნაკლებად, ან საერთოდ არაა გავითარებული. სწორედ ამ იდეით გატაცებულებმა, დავიწყეთ ინფორმაციის ძიება, თუ რა არის ამ ყველაფრის გასახორციელებლად საჭირო. ბევრი ვიქექეთ ინტერნეტში, ვიკითხეთ, ვიკვლიეთ და ბოლოს მივაკვლიეთ ჩვენს პირველ “ქარავანს” რომელიც ჩამოვიყვანეთ საჩხერედან. მას შემდეგ. რამდენიმე თვის განმავლობაში, გაუჩერებლად ვიმუშავეთ. თითქმის სრულად შევცვალეთ ინტერიერი, რომ მაქსიმალურად კომფორტული და პრაქტიკული გამხდარიყო მისით მოგზაურობა.

რა იყო ის მიზეზები, რის გამოც ამ ბიზნესის საჭიროება დაინახეთ?

რეალურად, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ღამის გასათევი ადგილების სიმწირე ნაკლებად გავითარებულ და არაპოპულარულ რეგიონებში. ამასთან, დავინახეთ საჭიროება ალტერნატიული/სათავგადასავლო ტურიზმის მეტად გავითარებისა, რამაც დიდი მოტივაცია და სტიმული მოვგცა.

რას ითვალისწინებს თქვენი მომსახურება?

არავანი ქირავდება 4X4 მანქანასთან ერთად და უზურუნველყოფს მომხმარებელს აღჭურვილი სამზარეულოთი, ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით, წყლის რეზერვუარითა და ბიოტუალეტით. ამასთან, გვაქვს გარე ავეჯი – მაგიდა, სკამები, ჰამაკები, ტენტი, და სხვა ატრიბუტიკა მეტი კომფორტისთვის. ქარავანში 4 ადამიანს შეუძლია ღამის გათევა. მოგზაურებს ჩვენვე ვთავაზობთ საინტერესო მარშუტებს, ვაძლევთ საინტერესო რჩევებს და მაქსიმალურად ვუზიარებთ ჩვენს გგამოცდილებაა და ცოდნას ავთენტური და დასამახსოვრებელი გამოცდილების მისაღებად.

რა ტიპის/კატეგორიის ადამიანებზეა ის ორიენტირებული?

ქარავანი ორიენტირებულია ადამიანებზე, რომლებსაც უყვართ თავგადასავლები და მზად არიან, თავად შექმნან თავიანთი “გამოცდილება” – იქნება ეს მდინარის პირას, მთაში, ზღვის სანაპიროსთან, თუ – ტყეში.

როგორია ქართველების აქტიურობა და როგორია უცხოელების აქტიურობა?

ზაფხულში, ერთი თვის განმავლობაში, ქარავანი „ჯუნგლებში“, შავი ზღვის ზოლზე გვყავდა, სადაც საკემპინგე ბანაკი გავაკეთეთ. მგონი ერთადერთი, ჯერ კიდევ, ხელშეუხლებელი, ველური ადგილივიპოვენეთ ციხისძირში, უმაღლეს მწვერვალზე, ყოფილი მეტეოსადგურის ეზოში. იქ 60-ზე მეტმა მოგზაურმა მოგვაგნო. ძირითადად, უცხოელები იყვნენ, თუმცა რამდენიმე ქართველ სტუმარსაც ვუმასპინძელთ.
გვინდა, Traveling Den-ით მეტმა ქართველმა იმოგზაუროს. ასე ჩვენ თავსაც და სხვებსაც შევახსენებთ, რომ ქალაქიდან ხშირად გასვლა უკვე სასიცოცხლოდაა მნიშველოვანი. ქარავნით კი ეს მარტივი და ხელმისაწვდომია. ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს მართვის მოწმობა და ტარების გამოცდილება, შეუძლია, წაიყვანოს ქარავანი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ალტერნატიულ შემთხვევაში, შეგვიძლია, თავად ჩამოგიყვანოთ სასურველ ადგილას.

ბევრი ბიზნესია, ჩვენს ქვეყანაში, ამავე პროფილის?

არა, ვერ ვიტყოდით რომ მსგავსი პროფილის ბევრი ბიზნესია საქართველოში.
ჩვენი მონაცემებით, ამ კონკრეტული ხაზით, ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენ ვართ დაკავებულები,რაც, თავისთავად, გვიმაღლებს მოტივაციას. თუმცა საქმის კეთებაში ამან ძალიან შეგვიშალა ხელი. ყველაფრის ჩვენით სწავლა გაკეთება და ხშირად მოგონება გვიწევს, რადგან არ არის პრეცენტენტი, არც მცოდნე ხელოსანი და არც – მასალა.
აღსანიშნია, რომ სხვადასხვა “ქემფინგი” და ალტერნატიული დასარჩენი ადგილი ნელ-ნელა ჩნდება, რაც საოცრად გვახარებს.

როგორ შეუძლია მსურველს თქვენი მომსახურებით სარგებლობა?

ამ ეტაპზე, Aairbnb-ზე შეიძლება, პირდაპირ მოხდეს დაჯავშნა, ან/და  ფეისბუკის და ინსტაგრამის გვერდების საშუალებით  გვპოულობს ხალხი.

მარიამ ტიელიძე

გაზიარება