1 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
2 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
2 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
2 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო
2 საათის წინ
ცილისწამების კანონი- სამართლებრივად შეფუთული კრიტიკული აზრის შეზღუდვა ?!

სამშენებლო სექტორი ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია განხილვის საგანია. შრომის უფლებები, უსაფრთხოების ნორმები, სამშენებლო კომპანიების კონტროლი – ეს ის ძირეული საკითხებია, რომლებზეც კითხვებს დიდი ხანია ელის საზოგადოება.

გასულ თვეს საქართველოს მთავრობამ სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც 15 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. რეგლამენტი ეხება ცემენტს, არმატურას, ელექტროკაბელებსა და პლასტმასის მილებს. აღნიშნული პროდუქტების ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ ევროსტანდარტების მოთხოვნებს.

მწარმოებელი, იმპორტიორი თუ დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს ან ამ პროდუქტისთვის დადგენილ ევროპული ტექნიკური შეფასების მოთხოვნებს. პროდუქტს თან უნდა ახლდეს ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე კი მწარმოებელმა უნდა შეადგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია. მწარმოებელი ასევე ვალდებულია პროდუქტზე ნიშანდებაც დაიტანოს.

რეგლამენტი ადგენს, როგორც ტექნიკურ მახასიათებლებს, რასაც ზედმიწევნით უნდა იცავდეს სამშენებლო მასალები და ასევე მათი მწარმოებელი კომპანიები , ასევე მაკონტროლებელ ორგანოს, რომელსაც ექნება ვალდებულება მკაცრად შეამოწმოს ხარისხის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან.

დიდმა გამოწვევებმა და პრობლემებმა, რომელიც ჩვენ ქვეყანას სამშენებლო სექტორში აქვს, შექმნა საჭიროება რეგულაციებისა და კონტროლის მექანიზმების გამკაცრების, მაგრამ საკითხავი ისაა რამდენად შესრულდება წერილობითი რეგლამენტი რეალობაში და რამდენად იქნება კონტროლი თანაბარი და სამართლიანი  ყველა საწარმოსა თუ კომპანიის მიმართ ?

ახალი რეგულაციების ამოქმედების პარალელურად სამშენებლო მასალების ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც შპს „ ნოვას „ ეკუთვნის. „ნოვას” ახალი საწარმო და სასაწყობე ინფრასტრუქტურა თბილისში, 24 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ევროსტანდარტების შესაბამისი საწარმოო ხაზების, სასაწყობე მეურნეობის გამართვას და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას 12 მილიონი ლარის ინვესტიცია მოხმარდა.

“თბილისი თაიმსი” დაინტერესდა, რამდენად შეეხება გამკაცრებული კონტროლი ახალ საწარმოს და მის საქმიანობას. გთავაზობთ ინფორმაციას ამ კომპანიის და მისი დამფუძნებლების შესახებ .

როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა შპს „ნოვა „ 2006 წლიდან ფუნქციონიებს და მისი თავმჯდომარე ზვიად აბულაძე გახლავთ. ის გარდა შპს „ნოვა“სა ასევე ფლობს შპს ნოვა ტრანსს.  ის შემოწირულობის სახით თანხას ურიცხავდა წლების განმავლობაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

მისი წევრები ასევე შემჩნეული იყვნენ პოლიტიკურ შემოწირულობებში, რომელიც პარტია „საქართველო არ იყიდება „ს მიმართ განახორციელეს.  ეს პარტია წლების წინ ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებაში დაადანაშაულეს კიდეც. მიუხედავად ამისა დღეს „ ნოვა“ წარმატებული კომპანიაა, რომელსაც საკმაოდ ბევრი საწარო  აქვს და ეკონომიკის სამინისტროს პროექტებშიცაა ჩართული.

რამდენად ექნება რეალური ეფექტი სამშენებლო მასალების კონტროლის გამკაცრებას და არის თუ არა მოსალოდნელი გარკვეული შეუსაბამობები, ამ და სხვა კითხვებით თბილისი თაიმსმა სფეროს ექსპერტებს მიმართა. ჩვენ კითხვებს უპასუხა  ნუგზარ ციხელაშვილმა , შრომის უსაფრთხოებისა და მონიტორინგის ცენტრის მენეჯერმა.

 „ ზოგადად სანამ ქვეყანაში არ იქნება მიღებული სტანდარტი და არ აშენდება შესაბამისი ხარისხის დამდგენი ლაბორატორიები, სადაც სამშენებლო და სარემონტო მასალების შემოწმება მოხდება, მანამდე ვერანაირი „ეკოლოგიურად სუფთა“ მასალის გამოყენება ვერ მოხდება სახლებში თუ ოფისებში. აქ იგულისხმება ადამიანთა ის კატეგორია ( დაახლოებით 80-90%), რომლებიც მასალებს საქართველოში ყიდულობს. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო მასალების ყიდვისას, მოთხოვნის საფუძველზე, პროდუქციის რეალიზატორებს შეუძლიათ წარმოადგინონ ხარისხის მაჩვენებელი დოკუმენტაცია, ეს მაინც არ არის იმის გარანტი, რომ თქვენ მიერ ნაყიდი პროდუქცია შეესაბამება წარმოდგენილ ფარატინა ფურცელში არსებულ სტანდარტებს.

უხარისხო მასალების იმპორტიორი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე დომინირებენ:  თურქეთი, ჩინეთი, უკრაინა და რუსეთია. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ძირითადად გათვლილია ჩვენნაირ ქვეყნებზე, სადაც ოჯახის ბიუჯეტი მცირეა და მოქმედებს პრინციპი „იაფი და კარგი“, რაც არცერთ შემთხვევაში არ ამართლებს. რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ სცადა ბაზარზე ფეხის მოკიდება და მაღალი ხარისხის სამშენებლო თუ მოსაპირკეთებელი მასალების შემოტანა, მაგრამ პროდუქცია იმდენად ძვირი იყო, რომ მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა მათი ყიდვა ვერ შეძლო, ამიტომ ისინიც გადაერთვენ იაფი პროდუქტის იმპორტზე.

15 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი სამშენებლო პროდუქციის ხარისხის კონტროლის შესახებ, რომელიც ეხება – ცემენტს, არმატურას, ელექტროკაბელებს და პლასტმასის მილებს. აღნიშნული პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ამ პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მათი საზღვარზე შემოტანა შეიზღუდება. აღნიშნული პროცედური ეფექტურობის განსაზღვრა ამ ეტაპზე ძნელია, იმიტომ რომ დღესდღეობით ბაზარი ჯერ კიდევ გაჯერებულია უვარგისი და უხარისხო პროდუქციით, მათი ჩანაცვლება რამდენად უმტკივნეულოდ მოხდება, ამაზე იქნება დამოკიდებული „სიახლის“ ეფექტურობაც.

ჩვენი აზრით, მოხდება პროდუქციის გაძვირება, ხოლო თუ მოხდა ფასების მინიმუმ ნიშნულამდე დაყვანა, მაშინ მოხდება ბინების გაძვირება, რომლებიც ამ მასალით იქნება აშენებული ან გარემონტებული.

ხარისხის კონტროლის მექანიზმის გამკაცრების  საჭიროება დადგა იმიტომ, რომ არც ისე იშვიათია უხარისხო სამშენებლო მასალების გამოყენების შედეგად გამოწვეული ინციდენტები ან მოსაპირკეთებელი მასალებით გამოწვეული ინტოქსიკაციის ფაქტები.

რაც შეეხება საფრთხეებს, უპირატესობების მინიჭების გამოსარიცხად, კონტროლის მექანიზმი უნდა იყოს იმ სტრუქტურის ხელში, რომელსაც შესაბამისი კომპეტენცია და საზოგადოების ნდობის მაღალი ხარისხი გააჩნია. „

ანა ურუშაძე

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება