თითქმის 3 ათასი ადამიანი დაშავდა ყვითელი ჟილეტების აქციების განმავლობაში საფრანგეთში. მათ შორის ათასზე მეტი პოლიციის თანამშრომელია. ამის შესახებ ქვეყნის შს სამინისტროს წარმომადგენელმა BFMTV-სთან განაცხადა.
არსებობს უფრო ზუსტი ციფრები, რომლის თანახმადაც ნოემბრის შუა რიცხვებში დაწყებული აქციების მსვლელობისას 1843 სამოქალაქო პირი და 1048 სამართალდამცველი დაშავდა. დაღუპულთა რიცხვი კი ცხრამდე გაიზარდა.
17 ნოემბერს დაწყებული აქციის მონაწილეები პირველი იანვრიდან საწვავზე ფასების მატებას აპროტესტებენ და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.