აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს განკარგულება მისცა, ავღანეთიდან დაახლოებით 7 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გამოყვანის გეგმა მოამზადონ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ავღანეთში 14 ათასი ამერიკელი სამხედროა განლაგებული. წყაროს ინფორმაციით, 7 ათასი ამერიკელი სამხედროს გამოყვანას რამდენიმე თვე შეიძლება დასჭირდეს.

CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება 18 დეკემბერს მიიღო და ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანა რამდენიმე კვირაში შეიძლება დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის ჯარების სრულად გაყვანის განკარგულება გასცა.

პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე ოთხშაბათს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთადერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ იმყოფებოდა იქ ამერიკის საჯარისო კონტინგენტი.

გაზიარება