2 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
2 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
2 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
2 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო
2 საათის წინ
ცილისწამების კანონი- სამართლებრივად შეფუთული კრიტიკული აზრის შეზღუდვა ?!

შვიდი წლის გიორგი მჭედლიშვილს უკვე ბევრი იცნობს. იცნობს მისი იმ ნიჭის გამო, რომელიც მის შემოქმედობითობას უკავშირდება. ეს არის ის ასაკი, როდესაც არავის უკვირს, როცა ბავშვი ძერწავს, ხატავს, ცდილობს და ქმნის. თუმცა, როდესაც უკვე ნაშრომში გონებას, აზროვნებასა და განსხვავებულ გემოვნებას ხედავს ერთი, ის მეორისთვისაც ხდება ხილული.

სულ რაღაც, ორი წლის იყო, როცა ქაღალდებით ფიგურების გაკეთება დაიწყო. ერთი შეხედვით, თითქოს, ეს პროცესი ამ ასაკის ყველა ბავშვისთვის უნდა იყოს საინტერესო. თუმცა, ეს პერიოდი იმ ეტაპის წინაპირობა აღმოჩნდა, როცა მან პლასტელინით დაიწყო რაღაცების შექმნა. ამ ეტაპამდე, ის ფიგურებს დასველებული ქაღალდებისგან აკეთებდა. მისი „არაბავშვური“ ნიჭი კი მას შემდეგ გახდა თვალსაჩინო, როცა მას ხელში პლასტელინი ჩაუვარდა და, ნელ-ნელა, მისი დამუშავება დაიწყო. ზოგადად, გიორგის, შეიძლება ითქვას, ყველაფრის მიმართ აქვს ინტერესი.

გიორგი, ძირითადად, სწორედაც რომ პლასტელინისგან ქმნის ნამუშევრებს. საკუთარი ფანტაზიით, ის ძერწავს ცხოველებს, შენობებს, ქანდაკებებს და ასე შემდეგ… აკეთებს ყველაფერს, რის მუზამ მოუვა. გარდა ძერწვისა, მისთვის საინტერესოა ხატვა. ამასთან ერთად დიდი ინტერესი გამოიწვია ისტორიის, გეოგრაფიის, ასტრონომიის სწავლამ.

გიორგის „პროფესიული, არტული“ ცხოვრება მას შემდეგ დაიწყო, რაც, ოთხი წლის ასაკში, ის მიიყვანეს ხელოვნების სტუდიაში „ARTკერა შემოქმედებითი სახლი“ – პედაგოგ ემზარ ლომთაძის ჯგუფში.  „პედაგოგმა თავიდანვე აღნიშნა, რომ საქმე ჰქონდა საოცარი ნიჭის პატრონთან. თვითონვე ხაზს უსვამს,  რომ ძალიან უადვილდება მასთან მუშაობა. როგორც ბატონი ემზარი ამბობს, აქვს განსაკუთრებული ხედვა, არის ძალიან შრომისმოყვარე. კონკრეტულად „სვეტიცხოვლის“ შექმნას, მან მოანდომა სამი თვე. ძალიან რთული და დაუჯერებელია, რომ შვიდი წლის ასაკში იმუშაო სამი თვის განმავლობაში და არ მოგბეზრდეს“.

როგორც გიორგის დედა ამბობს, პედაგოგის მხრივ, მათ ძალიან გაუმართლათ. გაუმართლათ იმ ადამიანში, რომელიც დღეს გიორგის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის „ხელმძღვანელია: „საოცარი ადამიანია. გიორგის ძალიან უყვარს თავისი პედაგოგი, მისგან სწალობს ბევრ კარგ ადამიანურ თვისებას. მადლობა მას,  ასეთი კარგი დამოკიდებულებისთვის მოსწავლეებისადმი“.

როდესაც ადამიანში ხელოვნების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესსა და ნიჭს დაინახავენ ხოლმე, თითქოს, პირველ კითხვად არის დამკვიდრებული, „ეს ამბავი გენეტიკური ხომ არ არის“. გიორგის შემთხვევაში, გენეტიკის მომენტიც აღსანიშნია. მას ჰყავს მამიდა, ნანა მჭედლიშვილი, რომელიც საოცარი ნიჭის პატრონია – არის ხატმწერი, მხატვარი, მოქანდაკე… მანაც ადრეულ ასაკში გამოავლინა საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები.. ალბათ, სწორედ  აქედან იძებნება გიორგის ნიჭის სათავეები.

ამ ეტაპზე, გიორგი სწავლობს ხელოვნების სტუდიაში „Art-კერა შემოქმედებით სახლი“. გარდა ამისა – სწავლობს წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, არის პირველი კლასის მოსწავლე.

„გარდა ხელოვნებისა დიდი ინტერეს იწვევს ჩვენი სამყაროს შესწავლაში (გეოგრაფია, ისტორია, ბუნება,  კოსმოსური სამყარო…)“.

უკვე შვიდი წლის ასაკში, გიორგის აქვს სურვილი, რომ, სამომავლოდ, ბევრი განსაკუთრებული და ღირებული ნამუშევარი შექმნას. მისი ოცნებები უკვე უკავშირდება მსოფლიოს დიდი შედევრების, ნაგებობების დათვალიერებას. აქვს ინტერესი იმის მიმართ, თუ როგორ კეთდება უკვე შექმნილი სხვადასხვა ნივთი – როგორ შეიქმნა ისინი წარსულში. გიორგის ოცნებაა შემდეგი – გახდეს დიდი არქიტექტორი და შექმნას დიდი ნაგებობა.

მარიამ ტიელიძე

გაზიარება