1 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
2 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
2 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
2 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო
2 საათის წინ
ცილისწამების კანონი- სამართლებრივად შეფუთული კრიტიკული აზრის შეზღუდვა ?!

საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში დაიწყო, რომელშიც პარასპორტსმენებიც მონაწილეობენ. დღეს, 22 დეკემბერს, პირველი ეტაპის შეხვედრები გაიმართა. შეჯიბრი 2 კატეგორიაში იმართება – 21 წლამდე ასაკისა და უფროსი სპორტსმენებისთვის ქალებსა და კაცებს შორის, 18-მეტრიან დისტანციაზე, დახურულ დარბაზში.

„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ჩემპიონატზე ამდენი მონაწილე დიდი ხანია არ გვყოლია. 2018 წლის ბოლო ტურნირია და  როგორც ახალგაზრდები, ასევე უფროსი ასაკის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომდევნო ჩემპიონატზე უფრო მეტი მონაწილე გვეყოლება. გაცნობებთ, რომ შემდეგი ტურნირი 2019 წლის იანვრის ბოლოს ჩატარდება, ქალაქ მარნეულში. იმ ჩემპიონატზე 4 საუკეთესო მშვილდოსანი შეირჩევა. ისინი შეკრებას გაივლიან და 2019 წლის თებერვალში მონაწილეობს მიიღებენ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თურქეთის ქალაქ სამსუნში ტარდება.“ – აცხადებს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე.

ჩემპიონატის მეორე და საბოლოო ეტაპი 23 დეკემბერს გაიმართება და სწორედ ამ დღეს გამოვლინდებიან გამარჯვებულები. ტურნირი თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში იმართება.

გაზიარება