ქართველმა მოკრივეებმა საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინელი მოკრივეები დაამარცხეს.ლევან ლუხუტაშვილის მეტოქე 79 კგ. კატეგორიაში ნიკიტა ტრუბჩანინი იყო. შეხვედრა ქართველი მოკრივის უპირატესობით დაიწყო და პირველივე რაუნდში წარმატებით დასრულდა. ლაშა გურგულიანი 69 კგ. კატეგორიაში ასპარეზობდა. მას წინააღმდეგობას იგორ ფანიანი უწევდა. 6-რაუნდიან ორთაბრძოლაში დამაჯერებლად გაიმარჯვა ქართველმა ფალავანმა.

„ძალიან კარგი შეხვედრები გაიმართა,თითოეული მათგანი საკმაოდ დაძაბული იყო. განსაკუთრებით ბოლო ორი ბრძოლა უნდა აღინიშნოს. ლევან ლუხუტაშვილის ორთაბრძოლა ძალიან საინტერესო იყო. იგი გამორჩეულია ძლიერი დარტყმებით, რაც დღეს რინგზე დაამტკიცა კიდეც – პირველივე რაუნდში დაამარცხა მეტოქე. ლაშა გურგულიანს რაც შეეხება, ყველა რაუნდი დამაჯერებლად მოიგო ქულათა უპირატესობით. ვფიქრობ, რომ საქართველოს მომავალი ჩემპიონები ეზრდებიან“ – აცხადებს გიორგი კანდელაკი, საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის პრეზიდენტი.

უკრაინელ სპორტსმენებთან ერთად საქართველოს ირანელი მოკრივე იუსუფ მუჰამედოსმანავდიესტუმრა.მისი მეტოქე ქართველი მოკრივე, ვლადიმერ ხურცია იყო. მოკრივეები 91კგ. კატეგორიაში ასპარეზობდნენ. მათ შორის დაძაბული ორთაბრძოლა გაიმართა. საბოლოოდ გამარჯვება ირანელ მოკრივეს ერგო წილად.

შეხვედრები 23 დეკემბერს, ვერის პარკის კრივის დარბაზში გაიმართა.

მიხეილ ლუხუტაშვილი

Please follow and like us: