1 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
2 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
2 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
2 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო
2 საათის წინ
ცილისწამების კანონი- სამართლებრივად შეფუთული კრიტიკული აზრის შეზღუდვა ?!

      დღესდღეობით სტუდენტთა უმრავლესობა ცდილობს სწავლას სამსახურიც შეუთავსოს, რაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ დასაფასებელია. მონდომება და დაუღალავი შრომა წარმატების ერთ-ერთი ფორმულაა. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად ნათუსი მერაბიშვილს ესაუბრა, იგი ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომლებიც მუდმივად შრომობენ და შესაბამის წარმატებასაც აღწევენ.

პირველ რიგში, მოკლედ მოგვიყევი შენს შესახებ

ნათუსი მერაბიშვილი, 22 წლის, ვარ სტუდენტი. ამჟამად ვმუშაობ მზიურის პარკში არსებულ კაფეში პოზიციაზე ბარისტა-მენეჯერი. 2 წელია რაც აქ ვმუშაობ, თავიდან ვიყავი მიმტანი, შემდეგ დავწინაურდი და გადავედი ბარისტად.

კაფის შესახებ რომ მოგვიყვე ორიოდე სიტყვით

რაც შეეხება ჩვენს კაფეს ეს არის სოციალური ბიზნესი, გვაქვს საკმაოდ ბევრი ღონისძიება, დატვირთულია მთლიანად კაფეც და პერსონალიც. გვაქვს ყოველკვირეული კინოჩვენებები, ასევე სხვადასხვა კონცერტების ლაივები,  საკვირაოები, სხვადასხვა ვორქშოპებს ვუტარებთ ბავშვებს, გვყავს სხვადასხვა პედაგოგები განსხვავებულ თემებზე და უამრავი პროექტი. ეს არის მთელი წლის გაწერილი გეგმა, რომელსაც მუდმივად ვასრულებთ. სოციალური საწარმოს პირდაპირი მოვალეობაა, რომ კაფემ მთლიანი პარკი დატვირთოს შემოქმედებითად და ხალხს მთელი გულით ვუმასპინძლოთ.

 რამენად ინტერესდება საზოგადოება მსგავსი ღონისძიებებით?

რაც შეეხება საზოგადოების ინტერესს, მათ უყვართ ჩვენთან ყოფნა, რადგან გვაქვს ძალიან თბილი, მყდრო გარემო. ვართ საკმაოდ სტუმართმოყვარეები და ვცდილობთ ყველას უყვარდეს ჩვენთან ყოფნა.

არსებობს გაკრვეული სტერეოტიპები, რომ სტუდენტი მიმტანად არ უნდა მუშაობდეს, რადგან სირცხვილია, ან სწავლისთვის არ რჩება დრო.  შენი აზრით დღეს რა შეიცვალა ამ მხრივ?

საზოგადოების აზრს რაც შეეხება, მსგავს პოზიციებთან დაკავშირებით, ახალგაზრდა სტუდენტი გოგოს მიმტანად მუშაობა, საბედნიეროდ, დღეს აღარ არის სამარცხვინო, პირიქით, საზოგადოება მიესალმება, როდესაც სტუდენტებს აქვთ საკუთარი სამსახური. ესეც  სხვადასხვა მიზნით, რა თქმა უნდა, ზოგს სჭირდება უბრალოდ ჯიბის ფული და სხვა მხრივ სტუდენტები ასე ვხდებით გარკვეულწილად უფრო დამოუკიდებლები.

შენ რას ურჩევდი სტუდენტებს ამ კუთხით?

მე ყველა სტუდენტს ვურჩევ, თუ სწავლის პარალელურად აქვთ საშუალება, აუცილებლად იმუშაონ, რათა გახდნენ უფრო დამოუკიდებლები და მიზანსწრაფულები. ამასთანავე, დაუღალავი შრომა და შესაბამისად გარკვეული წარმატებები საკუთარი თავის რწმენას გვმატებს, რაც შემდგომ გვეხმარება მუდმივ წინსვლაში.

ნინი ჭრიკიშვილი

გაზიარება