2 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
2 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
4 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტთა პაკეტი „შრომის კოდექსში“; „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“; „გენდერული თანასწორობის შესახებ კანონსა“ და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილების მიხედვით, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას​ აკრძალული იქნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით.

„შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის გამო,“- წერია კანონპროექტში.

ასევე, ამავე კანონის პროექტში ნათქვამია, რომ დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება.

„დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი შევიწროება. რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან/და პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით“.

პროექტში ასევე წერია, რომ „ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების, მათ შორის, ფინანსური მომსახურების მიწოდება და ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე. დაზღვევის მომსახურების მიწოდებისას სქესის, როგორც რისკფაქტორის, ისევე როგორც ორსულობის/დედობის ფაქტორის გამოყენებამ, არ უნდა გამოიწვიოს განსხვავება დაზღვევის პრემიებისა და სადაზღვევო თანხების (სარგებლის) ოდენობების განსაზღვრისას.“

ამ ცვლილებებიდან გამომდინარე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში უნდა გაჩნდეს დამატება, რომლის თანახმადაც, სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, საჯარო დაწესებულება ვალდებული იქნება, ასახოს დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები შინაგანაწესში და უზრუნველყოს მათი შესრულება.

ნინი მაზიაშვილი

Please follow and like us: