2 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
2 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
4 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია ქვემო ქართლში იმყოფებოდა, სადაც  ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, რეაბილიტაცია უტარდება აღმაშენებლის სარწყავ სისტემას.

პროექტის ფარგლებში, სოფელ საიმერლოში,   არსებული გრუნტის არხი,  ჯამში 630 მეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება.  დაგეგმილია წყალგამშვები ფარებისა და გადასასვლელი ხიდების მოწყობა, გარემონტდება     ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

დღეის მდგომარეობით სამუშაოების დაახლოებით 70% უკვე  შესრულებულია.

აღმაშენებლის სარწყავი სისტემის სრულად რეაბილიტაციის შედეგად,  მუნიციპალიტეტში  1,886 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.

რეაბილიტირებული სამელიორაციო სისტემით 8 სოფლის – (თამარისი, ბაილარი, საიმერლო, ბადარი, ფუტლიარი, მუღანლო, ლეჟბადინი და ხუტორლეჟბადინი) მოსახლეობა ისარგებლებს.

Please follow and like us: