სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით,  ამანათების  მიღებას  იწყებს.

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 28-29 დეკემბერს  დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.  ხოლო 31 დეკემებრეს,  ამანათების მიღება   09:00 საათიდან   15:00 საათამდე  იქნება შესაძლებელი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.

 

 

 

 

Please follow and like us: