28 წთ წინ
მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
3 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
3 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
3 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
3 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო

ახალი წელი ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია და მოგეხსენებათ, თითოეული ოჯახი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ დღის სამზადისს. ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტია ნაძვის ხის შერჩევა და შეძენა. „თბილისი თაიმსი“-მა ამჯერად ლილო მოლისა და თბილისში არსებული სუპერმარკეტების ფასები შეადარა.

დაახლოებით 100 სმ. ნაძვის ხის ყიდვა ლილო მოლში შესაძლებელია 20 ლარიდან, ხოლო იმავე ზომის ნაძვის ხე სუპერმარკეტ „კარფურში“ 50 ლარიდან იწყება. სუპერმარკეტ „სუპერო“-ში კი 60 ლარიდან.

180 სმ. ნაძვის ხე ლილო მოლში შესაძლებელია შევიძინოთ 170 ლარიდან, ხოლო აღნიშნულ სუპერმარკეტებში დაახლოებით 230 ლარიდან.

ლილო მოლში შემჩნეული ყველაზე დიდი ნაძვის ხე იყო 300სმ. და მისი ყიდვა შესაძლებელია 250 ლარად, ხოლო სუპერმარკეტებში იმავე სიმაღლის ნაძვის ხის ყიდვა შეგვიძლია დაახლოებით 300 ლარიდან.

რა თქმა უნდა, მყიდველი ითვალისწინებს საკუთარ ბიუჯეტს, თუმცა გასათვალისწინებელია, ის ფაქტიც, რომ როგორც ლილო მოლში, ამასთანავე სუპერმარკეტებში არის საკმაოდ ფართო არჩევანი და შესაბამისად ნებისმიერი კლიენტი შეძლებს ნაძვის ხის არჩევას.

ნინი ჭრიკიშვილი

გაზიარება