3 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
3 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
5 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და   გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ( DAAD)  ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის “Rustaveli-DAAD” ფარგლებში, შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე დაესწრო.

„Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში 38 განაცხადი გაკეთდა, მათგან ქართველი და გერმანელი ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ,  დასაფინანსებლად 18 პროექტი შეირჩა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამარჯვებულმა კონკურსანტებმა,  გერმანიაში   კვლევითი სტაჟირების პერიოდში განხორციელებულ აქტივობებსა და მიღებულ შედეგებზე, პრეზენტაციები წარმოადგინეს.

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სამეცნიერო ქსელის შექმნას, ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარებას, მათ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

 

 

 

 

Please follow and like us: