2018 წლის 11 თვეში სასწრაფო დახმარების 732 926 გამოძახება დაფიქსირდა, საიდანაც 14 409 ცრუ (სასწრაფოს მისვლამდე პაციენტის გაუმჯობესება ან პაციენტის არდახვედრა) იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.
მათივე მონაცემებით, სასწრაფო დახმარება ყველაზე მეტ, 634 074 შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად გამოიძახეს; 70 842 გამოძახება უცაბედი ავადობის გამო დაფიქსირდა; მესამე ადგილს კი 14 409 შემთხვევით- ცრუ გამოძახებები იკავებს.
ამასთან, უბედური შემთხვევების გამო სასწრაფო დახმარების გამოძახების 7 224, ხოლო ძალადობის შემთხვევაში გამოძახების 3 511 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე ნაკლებ – 2 842 შემთხვევაში კი სასწრაფო დახმარება პათოლოგიური ფეხმძიმობის/მშობიარობის გამო გამოიძახეს.