ქობულეთში, დაბა ჩაქვში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც მეზობლებმა განაცხადეს, მძარცველებმა საცხოვრებელი სახლიდან ოქრო და ძვირფასი ნივთები წაიღეს. საცხოვრებელი სახლის ძარცვისას ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

Please follow and like us: