9 წთ წინ
მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
2 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
3 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
3 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
3 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,5% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 1,5%-ით განისაზღვრა.

2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 2,3%-იანი მატება დაფიქსირდა, რაც 0,69 %-ით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,3 პროცენტიანი მატება, რაც 0,69 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (5,9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5,6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2,8 პროცენტი), თევზეული (2,4 პროცენტი), ასევე ხილი და ყურძენი (1,7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-1,6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-1,0 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0,6 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0,07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0,9 პროცენტი);

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ძირითადი ელექტრონული ან არაელექტრონული საოჯახო მოწყობილობების ქვეჯგუფზე (-2,3 პროცენტი).

გაზიარება