86 წლის წინ, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის  ოჯახში დაიბადა ილია მეორე,  ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.

„თვით ჩემი ოჯახი იყო მორწმუნე და მშობლები ბავშვობიდანვე გვინერგავდნენ ღვთის სიყვარულს… ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“, -ასე იხსენებს ბავშვობას კათოლიკოს პატრიარქი.

ილია მეორემ 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც  პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და  როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა.

24 წლის  ასაკში 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს და სახელად წმიდა ელია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია ეწოდა. იმავე წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა, მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი,  რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა და სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, თუმცა მღვდელმონაზონმა ილიამ უარი თქვა საპატიო კარიერაზე,  სამშობლოში დაბრუნდა და  ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა. ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო  1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს – უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.

ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი – 1963 წლიდან 1972 წლამდე.1963 წელს ეფრემ II საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ დირექტორად დაინიშნა არქმიანდრიტი ილია.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

საოცრებამდე უსასრულოა განგება ღვთისაარც მის მოწყალებას აქვს საზღვარიჭეშმარიტადამგანგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენ წინაშე ჩემი სიმდაბლეროგორც საქართველოს სამოციქულოეკლესიის მამათმთავრისამე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი დაამავე დროსსაპატიო მოვალეობარომელიც დღესღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმამუხლს ვიხრი მისიძლიერების წინაშე და თაყვანს ვცემ მარადიული ნათლით მოსილ ხსენებას მისასთავს ვიხრისაქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის – ქართველი ერის წინაშერომელსაც სასოებით უნდაემსახუროს ჩემი ძალი და ჩემი გონებაუნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებითრომლის დაცვისა დაშენარჩუნებისათვის დაწყებული მცხეთაში მაცხოვრის კვართის მოტანიდანზღვა სისხლი გაიღორიცხვით მცირე ჩვენმა ერმაქართველი ერი და ქართული ეკლესია მუდამ ერთად იყვნენ ჩვენისამშობლოს ყველა ძნელბედობის ჟამს,“– აღნიშნა პატრიარქმა აღსაყდრების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში.

1990 წელს უწმიდესსა და უნეტარესს ილია II მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი,რითაც მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 2002 წლის 14 ოქტომბერს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელი მოეწერა კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი, მათგან 2 ტიტულარულია.

გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. ამდროისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი. აღსდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი – დასავლეთ ევროპის მიტროპოლია.

ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო სამშობლოსათვის წამებულ მოღვაწეთა ცხოვრების შესწავლა და ამის საფუძველზე მათ შორის გამორჩეულთა წმიდანად შერაცხვა. შედეგად საქართველოს ეკლესიის წმიდათა დასს მრავალი წმიდანი შეემატა.

ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საყოველთაო ნათლობის ტარდიციას ჩაეყარა საფუძველი, რაც ყოველი მესამე და შემდგომი შვილის პატრიარქის მიერ მონათვლას ითვალისწინებდა.  პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე შედგა. 2016 წლის  15 ნოემბერს  უწმინდესმა  რიგით 46- ნათლობა ჩაატარადღესდღეობით პატრიარქსუკვე 30 000-ზე მეტი ნათლული ყავს.

იგი მრავალი მუსიკალური ნაწარმოებისა და გალობის ავტორია. პატრიარქის მიერ დაწერილი ხატების ძირითადი ნაწილი სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქო რეზიდენციაშია დაბრძანებული.

სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ  ჩატარებული კვლევების თანახმად საზოგადოების ნდობის მიხედვით პატრიარქი უკვე წლებია პირველ ადგილს იკავებს.

ძველ რომაელებს აქვთ გამოთქმული ერთი სიბრძნე: “შეიცან თავი შენი“. აიამ 38 წლის მანძილზებევრი რამ გაკეთდა ღვთის მადლითღვთის წყალობითმაგრამ მე ვერ შევიცანი თავი ჩემიესალბათსისუსტის ბრალიაიმედი მაქვსრომ მომავალში ნაწილობრივ მაინც შევიცნობ ჩემს თავს.

მე ვმადლობ უფალს მისი დიდი წყალობისათვისამ წლების მანძილზე მუდამ ვგრძნობდი უფლისსიახლოვესრომელსაც უჭირავს ჩემი ხელი და მატარებს ამ ურთულეს გზებზე… ძალიან ხშირადმიგზავნის განსაცდელსმაგრამ არასდროს არ მშორდებაწყალობა უფლისა და მადლი ღვთისაგფარავდეთ თქვენ და საქართველოსდალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!” – ამ სიტყვებით მიმართა მრვევლს ილია მეორემ აღსაყდრების 38-ე წლისთავთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში აღვლენილი წირვის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა საჭირო გახდა დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გადადებულიყო. ამიტომ საიუბილეო კონცერტისა და მიღების გამართვა, სავარაუდოდ გაზაფხულისთვის დაიგეგმება. რაც შეეხება  7 იანვარს საშობაო მსახურებას სამების ტაძარში თავად ილია მეორე აღავლენს.

გაზიარება