ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს მსოფლიოს 26  ქვეყანაში 20 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდის ექსპორტი განხორციელდა, რაც 9 პროცენტით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.

ამ პერიოდში სულ ექსპორტირებულია 40,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი ზრდა 3 პროცენტს აღწევს. ამასთან, მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 422 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 47 პროცენტი შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 1,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2017 წელთან შედარებით 44 პროცენტითაა გაზრდილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 306,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2017 წლის მონაცემებს 7 პროცენტით აღემატება.

Please follow and like us: