მინდა მივულოცო საქართველოს მოსახლეობას, ყველა მოქალაქეს ვუსურვო კეთილდღეობა, სიკეთე და ბედნიერება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

„ყველას მინდა მივულოცო შობა, ეს ბრწყინვალე დღესასწაული. მრავალს დაესწარით, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი დღესასწაული და მინდა, საქართველოს მთელ მოსახლეობას, ყველა მოქალაქეს ვუსურვო კეთილდღეობა, სიკეთე და ბედნიერება“, – განაცხადა ქობულიამ.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

გაზიარება