1 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
2 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
2 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
2 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო
2 საათის წინ
ცილისწამების კანონი- სამართლებრივად შეფუთული კრიტიკული აზრის შეზღუდვა ?!

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. თავდაცვის ძალების მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა: თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, სტრუქტურული ტრანსფორმაცია, საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება, მართვის სისტემების გაუმჯობესება და აუცილებელი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ ტრანსფორმაციის პროცესი სპეციალური ოპერაციების ძალებსაც შეეხება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი გამოყენების ეფექტიანობა. რეორგანიზაციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდეს. ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან ამ დრომდე სპეციალური ოპერაციების ელემენტები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში იყო თავმოყრილი.

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობებს საბრძოლო ამოცანების დეცენტრალიზებული აღსრულების პირობებში. სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების სტრატეგიის შესაბამისად განხორციელდება მათი აღჭურვა და მომზადება, რათა დაკმაყოფილდეს თავდაცვის ძალების ოპერატიული მოთხოვნები და გაიზარდოს ნატოსთან თავსებადობა.
ტრანსფორმაციის პროცესი არ ითვალისწინებს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის შემცირებას. ტრანსფორმაციის პროცესში გათვალისწინებული იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები.

გაზიარება