2 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
3 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
3 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
3 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო
3 საათის წინ
ცილისწამების კანონი- სამართლებრივად შეფუთული კრიტიკული აზრის შეზღუდვა ?!

დღეიდან პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. პაციანტებს შესაძლებლობა აქვთ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა პირადად გაეცნო სამედიცინო დაწესებულება „ვერე-21-ში“ არსებულ მდგომარეობას. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ოჯახის ექიმის კონსულტაცია 506 პაციენტს გაეწია. ამბულატორიული სერვისების გარდა, ბენეფიციართა ნაწილმა მომსახურება ბინაზე გამოძახების მეშვეობით მიიღო, ნაწილს კი სატელეფონო კონსულტაცია გაეწია.
• შპს “მედკაპიტალი-გლდანი” მის: ვეკუას ქ. N 18.
• შპს “მედკაპიტალი-საბურთალო” მის: გამრეკელის ქ. N19.
• შპს “საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი” მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.
• შპს “ვერე-21” მის: ქიაჩელის ქ. N 18.
• შპს “მედკაპიტალი-სამგორი” მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.
ეს იმ დაწესებულებების ჩამონათვალია, რომელიც 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდა.
ჯანდაცვის სამინისტრო მოუწედებს ბენეფიციარებს გრიპისა და რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.

გაზიარება