გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. როგორც უწყებაში პირველ არხს განუცხადეს, ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებულია გარკვეული დოკუმენტაცია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.