„პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც დაკავშირებულია საპარლამენტო რესპუბლიკასთან, ახალია ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია სემინარი, რომელიც აქ იმართება და რომელშიც ჩართულია არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ჩართული არიან უცხოელი კონსულტანტები. ჩვენ გავდივართ მენეჯმენტის თემებს, კოორდინაციის გაუმჯობესებას. ვფიქრობ, ახალი რეალობის პირობებში ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ მენეჯმენტი გავაუმჯობესოთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე, კონკრეტულ პერსონებზე საუბარი არ მიმდინარეობს.