2 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
3 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
3 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
3 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო
3 საათის წინ
ცილისწამების კანონი- სამართლებრივად შეფუთული კრიტიკული აზრის შეზღუდვა ?!

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების, დიდთოვლობის და გზებზე ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინტენსიური თოვის, ქარბუქის, შეზღუდული ხილვადობის და ლიპყინულის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ფარავნის უღელტეხილზე, წალკა- ნინოწმინდის გზაზე, ასევე ახალქალაქი-კარწახის მიმართულებითაც.

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, სამაშველო სამსახურთან ერთად გზებზე გაჩერებულ მგზავრებს ეხმარებიან და უსაფრთხო ადგილამდე მათ ტრანსპორტირებასახორციელებენ.

გაზიარება