7 წთ წინ
მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
2 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
3 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
3 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
3 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო

მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის თანახმად, რომელიც 8 იანვარს გამოქვეყნდა, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0%-მდე გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მსოფლიო ბანკი წელიწადში ორჯერ – იანვარსა და ივნისში ანახლებს გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების ანგარიშსა და ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს.

„შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის მსგავსად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) და აზიის განვითარების ბანკმაც (ADB) გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში. საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ყველაზე მაღალი რეგიონში. ამასთან, აღსანიშნავია რომ 2019 წლისთვის მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით, მაშინ როცა შემცირების მიმართულებით გადაიხედა აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. რეგიონში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, შეზღუდულია და მცირეა მათი უარყოფითი ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე. მსოფლიო ბანკი ყურადღებას ამახვილებს ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე მთავრობის ეფექტიანობის, კორუფციის კონტროლის და კანონის უზენაესობის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება