კომპანია „თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I, II და III მიკრორაიონების, ჯავახეთის, კუპრაძის, ლადო კოტეტიშვილის და ილია სუხიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, სელიმ ხიმშიაშვილის, ვახტანგ მახალდიანის, თოფურიძის, ალილუევის, ეროსი მანჯგალაძის და ჩოხატაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების და გუდამაყრის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, ნაფეტვრებისა და იოსელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ძოწენიძის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგურ “სამგორი”-ს მიმდებარე ტერიტორიის, მერვე ლეგიონის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, სამგორის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ანთიმოზ ივერიელის, ოსიპ მანდელშტამის, გოჩა ონაშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, ლაღიძის და ხარაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის, კეკელიძის, თაყაიშვილის და მელიქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III და III-ა მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებენ „თელასში”.

Please follow and like us: