ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დღეს სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდება.

სამინისტროს ინფორმაციით, დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელებისგან გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას მოისმენს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დავით სერგეენკომ ფარმაცევტულ კომპანიებს მიმართა და ანტივირუსული პრეპარატის, „ტამიფლუს“ ღირებულების დაწევისკენ მოუწოდა.

გაზიარება