22 წთ წინ
მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
3 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
3 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
3 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
3 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო

„სარაგოსაში“ სინჯებზე ორი ქართველი მოთამაშე იმყოფება – ინფორმაციას eldesmarque.com-ი ავრცელებს.

ესპანური გამოცემის ცნობით, კლუბში ბოლნისის „სიონის“ 20 წლის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი და თბილისის „ლოკომოტივის“ 18 წლის შემტევი ნახევარმცველი ლევან გრძელიძე ვარჯიშობენ.

„ქართველ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი რამდენიმე დღის განმავლობაში მიეცემათ. ეს გიორგი პაპუნაშვილის ისტორიის გამეორებას ჰგავს – სამივე ერთი ქვეყნიდანაა და ერთი აგენტი ჰყავთ. „ლოკომოტივის“ 18 წლის შემტევი ნახევარმცველი ლევან გრძელიძე თამაშის მანერით პაპუნაშვილს ჰგავს. ის ცაციაა, მარჯვენა ფლანგზე თამაშობს და სწრაფია. ბოლნისის „სიონის“ 20 წლის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი სიმაღლით გამოირჩევა (195 სმ). მას აქვს საერთაშორისო გამოცდილება პრაღის „სლავიასა“ და, სლოვაკეთის „ზლატე მორავცეში“. ორივე მათგანი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა“, – წერს eldesmarque.com.

გაზიარება