2 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
2 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
2 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
3 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო
3 საათის წინ
ცილისწამების კანონი- სამართლებრივად შეფუთული კრიტიკული აზრის შეზღუდვა ?!

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის 2018 – 2019 სეზონის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. გამოკითხვას ბელგიურმა გამოცემა voetbalprimeur.be ატარებდა და ქართველმა უპირობო გამარჯვება მოიპოვა.

ბელგიურმა გამოცემამ 11 საუკეთესოს შესარჩევად ყველა პოზიციაზე გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის ჩაატარა და საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევი ნახევარმცველი მარცხენა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე დაასახელეს.

გიორგი ჩაკვეტაძემ ყველა კონკურენტი იოლად ჩამოიშორა და გამოკითხულთა ხმების 77% მიიღო.

„გიორგი ჩაკვეტაძემ ლეონარდო ტროსარდსა (15%) და არნო დანუმა (5 %) აშკარა უპირატესობით აჯობა. მიმდინარე სეზონში ქართველი სრულად აფეთქდა და მას უკვე „ბარსელონაც“ აკვირდება“, – წერს voetbalprimeur.be.

გაზიარება