27 წთ წინ
მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
3 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
3 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
3 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
3 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო

სააფთიაქო ქსელი „ჯიპისი“ პრევენციის მიზნით, მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინის სრულ რაოდენობას მოსახლეობის ვაქცინაციისთვის უფასოდ გამოყოფს.

„გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე აფთიაქი ჯიპისი პრევენციის მიზნით მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ რაოდენობას – 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის.

11 იანვრიდან, გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება „ექსპრეს“ კლინიკებში შემდეგ სამ  მისამართზე: პეკინის #23/25 (10:00 – 20:00 საათებში); ვაჟა ფშაველას #71 (10:00 – 20:00 საათებში); ჭავჭავაძის #24 (10:00 – 20:00 საათებში); უფასო ვაქცინაცია გაგრძელდება ნაშთის სრულ ამოწურვამდე“, – აღნიშნულია „ჯიპისის“ ინფორმაციაში.

გაზიარება