9 წთ წინ
მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
2 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
3 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
3 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
3 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.ზ.  მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თბილისში 3 ავტომობილი გაქურდა და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს  თბილისში 5 ავტომობილი დააზიანა, 3 ავტომობილიდან კი სხვადსხვა ნივთები  მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად
ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება