ქართული თეატრის დღეს, 2019 წლის 14 იანვარს, ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრალური დასი და პარიზში არსებული ქართული თეატრალური ასოციაცია TAM’ART ერთობლივ სპექტაკლს დაარქვი, რაც გინდა“ გამართავენ.

ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრალური დასი სპეციალური მიწვევით პარიზში იმყოფება.

სპექტაკლი პარიზის Théâtre “Darius Milhaud” -ში გაიმართება.

პიესა ოთარ ქათამაძეს ეკუთვნის, სპექტაკლის რეჟისორი კი, დავით წერეთელია. წარმოდგენაში 10 მსახიობი მონაწილეობს.

 

გაზიარება