საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს იშტვან ნაძის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მომოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთან სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა. ასევე, ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას 2019 წელს.

აღსანიშნავია, რომ იშტვან ნაძიმ საქართველო უნგრეთში დაგეგმილ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია, რომელიც ბუდაპეშტში 2019 წლის 26-28 სექტემბერს გაიმართება.

გაზიარება