სიონის ტაძარში, მცხეთა-თბილისის სამღვდელოება, მრევლთან ერთად პატრიარქს სამადლობელ პარაკლისს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი ყიფშიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, პარაკლისი 18:00 საათზე დაიწყება.

„15 იანვარს, 18:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში მცხეთა-თბილისის სამღვდელოება მრევლთან ერთად ვიკრიბებით, რომ საქართველოს პატრიარქს, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის ეკლესიის და ერის წინაშე, გადავუხადოთ სამადლობელი პარაკლისი. ყველას, ვისაც საშუალება გექნებათ, შევიკრიბოთ სიონის ტაძარში“, – აცხადებს მამა გიორგი ყიფშიძე.

Please follow and like us: