თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველოს პრემიერ მინისტრმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლის ფასადზე 17 იანვრის 00.00 საათზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.