მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე განსხვავებულ აზრს ბლოკავს და კომენტარებს შლის. ამის შესახებ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ელია ამისულაშვილი წერს.

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. როგორც ჩანს, მომხდარს  ივანიშვილს აბრალებს და  “ყასტრანსგაზს” აკრიტიკებს. “თბილისი თაიმის” ელია ამისულაშვილის კომენტარს უცვლელი სახით გთავაზობთ.

“Mikheil Saakashvili-მა დამბლოკა 5 წუთის წინ მის პოსტზე საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის გამო (სადაც ის ყასტრანსგაზს აკრიტიკებს და უბედურ შემთხვევას ივანიშვილს აბრალებს) და კომენტარიც წამიშალა! პოლიტიკურმა მოძრაობამ, რომელსაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მივეცი. ბეწვზე ვარ გადარჩენილი, რომ დუბინკით არ ჩამკალით, ან ცოცხი არ გამიკეთეთ! ეს იყო თქვენი ხელწერა ადრე და ახლაც იგივე დარჩით, არაფერი გაგიგიათ და არც შეცვლილხართ! მხოლოდ დადებით კომენტარებს ტოვებენ მის კედელზე, როგორც ჩანს პოლიტიკურად ძალიან გაუჭირდათ.

 

გაზიარება