2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

რუმინეთში მიმდინარე ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, ქალაქ იაშის ისტორიულ ცენტრში, ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში, პირველად იქნა წარმოდგენილი რუმინულ ენაზე თარგმნილი ბესიკის ლექსების კრებულის მეორე გამოცემაც. ასევე გაიმართა ბესიკის ეპოქის რუმინეთისა და საქართველოს ამსახველი ფოტო-სურათების გამოფენა და თბილისისა და ქუთაისის თანამედროვეობისადმი მიღვნილი გამოფენა – „თბილისი, ქუთაისი – კულტურა გვაახლოვებს“.

ღონისძიება განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა, რადგან პოეტმა ბესიკ გაბაშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები სწორედ რუმინეთში ქ. იაშში გაატარა.

ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაფორმდა ასევე შეთანხმება ქალაქ იაშისა და ქალაქ ქუთაისის დამეგობრების შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, ტურიზმი და გარემოს დაცვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის ცნობილი მოღვაწეები და ლიტერატურის კრიტიკოსები, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქალაქ იაშის მერი მიხაი კირიკა და ქუთაისის მერიის დელეგაცია მერის გიორგი ჭიღვარიას ხელმძღვანელობით.

ქართული კულტურის დღეები რუმინეთში 24-25 იანვარს გაიმართა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუმინეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები დაეთმო. რუმინეთში საქართველოს საელჩო მომავალშიც გეგმავს ქართული კულტურის დღეების ქვეყნის სხვა ქალაქებში ორგანიზებას.

Please follow and like us: