6 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა განახლდა. მოვაჭრეებმა იქ განთავსებულ დახლებზე საკუთარი პროდუქცია დღეს დილიდან განალაგეს. მათი განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე მათ არახელსაყრელი წინადადება შესთავაზეს, რადგან ტერიტორია, სადაც გარევაჭრობის უფლებას მისცემენ, მოშორებით და ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც ტურისტებს გავლა არ უწევთ. მოვაჭრეების თქმით, რამდენიმე დღით საქმიანობის შეჩერებამ ფინანსური პრობლემები შეუქმნათ, ამიტომ ვაჭრობის გაგრძელება გადაწყვიტეს.

ჯვრის მონასტრის წინამძღვარი აცხადებს, რომ საპატრიარქოსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე გარემოვაჭრეებს დახლების ასალაგებლად სამდღიანი ვადა მისცეს, რომელიც ხვალ იწურება. არქმინადრიტ კონსტანტინეს თქმით, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს, რის შემდეგაც, მოვაჭრეებს მიმდებარე ტერიტორიის დატოვებაც მოუწევთ.

ჯვრის მონასტერში დღეს მომლოცველებს და ტურისტებს შესვლის შესაძლებლობა ჩვეულებრივად აქვთ, წინამძღვრის განცხადებით, ის მონასტრის დაკეტვას აღარ აპირებს და ელოდება, გარემოვაჭრეები კანონის მოთხოვნას როდის შეასრულებენ.

Please follow and like us: