6 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
9 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
12 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
12 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
13 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

29 იანვარს, 14:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სპორტულ კლუბ „ბლექ
თაიგერის“ ორგანიზებით, ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის,
„ძველი კიმონოს“ პრეზენტაცია გაიმართება.
„ძველი კიმონო“ ძიუდოს კლუბების, ქართული „ბლექ თაიგერისა“ და ლატვიური „ლიდოს“ ერთობლივი
პროექტია. ფილმის გადაღება 2016 წელს დაიწყო. პროექტი სრულად დააფინანსა ბიზნესმენმა, დავით
ხახუტაშვილმა.
„ძველი კიმონო“ ორი სერიისგან შედგება და საქართველოში ძიუდოს შემოსვლასა და განვითარების
სხვადასხვა ეტაპს ეხება. ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ, ოლიმპიური ჩემპიონები, წარმატებული
მწვრთნელები და ქართული ძიუდოს განვითარებაში მონაწილე პირები საუბრობენ.
ფილმის ჩვენებას მოქმედი და ვეტერანი ძიუდოისტები, ძიუდოს მწვრთნელები, საქართველოს ეროვნული
ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ლატვიიდან, გერმანიიდან და
უკრაინიდან, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
თბილისის შემდეგ ფილმის ჩვენება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედგება.

Please follow and like us: