პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ეკა ბესელია 1-ელ თებერვალს “ადვოკატთა ასოციაციის“, იურიდიული ფირმების ასოციაციისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრის მთავარი თემა ის საკანონმდებლო ცვლილებებია, რომლის შეთავაზებაც ეკა ბესელიას პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით აქვს დაგეგმილი. დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ თუკი მოსამართლეთა შერჩევისა და დამტკიცების წესსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით გუნდში ერთიან პოზიციაზე შეჯერება ვერ მოხერხდება, ის ალტერნატიულ ვარიანტს დააყენებს.
თანამდებობის დატოვების შემდეგ, ეკა ბესელია ამ თემაზე იურიდიული წრეების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს პერმანენტულად მართავს.