მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჩემპიონატის Pro Wrestling League-ის მეოთხე სეზონი ყველაზე წარმატებული დავით მარსაგიშვილისთვის გამოდგა.

მარსაგიშვილმა შვიდიდან შვიდივე შეხვედრა მოიგო, აქედან ორჯერ კი საქართველოს ჩემპიონატის ფინალში მარცხისთვის რევანშის აღებაც მოახერხა და ირაკლი მწითური ჯგუფურ ეტაპზე 5:0 ნახევარფინალში კი 4:2 დაამარცხა.

ტურნირი რომელიც მეოთხე წელია ტარდება, თავისი შემადგენლობით, საკლუბო ჩემპიონატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პრესტიჟულია.

ინდოეთის პროლიგამ თავიდანვე მიიქცია ყურადღება თავისი ვარსკვლავრი შემადგენლობით. ორგანიზატორებმა ტიტულოვანი სპორტსმენების ყურადღება მაღალი ჰონორარებით მიიქციეს, რომელიც ბევრად აღემატებოდა ირანისა და გერმანიის ანალოგიურ საკლუბო ჩემპიონატებს.

Please follow and like us: